კიბერუსაფრთხოება
საბა სამხარაძე
საბას შესახებ
საბა სამხარაძე თერჯოლის მუნიციპალიტეტიდანაა. მან Skillwill-ში კიბერუსაფრთხოების პროგრამა გაიარა და ამ მიმართულებით პროფესიული განვითარების გაგრძელებას გეგმავს. ტექნოლოგიების სფეროს მზარდი მნიშვნელობისა და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტებზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, სწორედ ეს პროფესია აირჩია თავის სამომავლო კარიერულ გზად.
როგორია შენი ისტორია SKILLWILL-ში?
სქილვილში გავიარე კიბერუსაფრთხოების პროგრამა, სადაც მივიღე როგორც თეორიული, ისე პრაქტიკული ცოდნა. სწავლის პროცესი კარგად იყო ორგანიზებული, ყველაფერი გეგმაზომიერად მიმდინარეობდა და მიღებული გამოცდილებით ძალიან კმაყოფილი დავრჩი.
რა რჩევას მისცემდი მომავალ სტუდენტებს?
თუ კიბერუსაფრთხოებით ან ტექნოლოგიებით ინტერესდებით, აუცილებლად გამოიყენეთ ეს შესაძლებლობა. სასწავლო პროცესში აქტიურად ჩაერთეთ, რადგან მიღებული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა მომავალ კარიერაში ნამდვილად გამოგადგებათ.
სამომავლო გეგმები:
კიბერუსაფრთხოების მიმართულება იმიტომ ავირჩიე, რომ თანამედროვე მსოფლიოში ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად კიბერშეტევების რისკიც იზრდება და ამ სფეროში პროფესიონალებზე მოთხოვნა მუდმივად მატულობს. ჩემი მიზანია, ამ მიმართულებით განვვითარდე და კარიერა კიბერუსაფრთხოებაში გავაგრძელო.
