ციფრული მარკეტინგი
ნინო შუბითიძე
ნინოს შესახებ
„ციფრული მარკეტინგის კურსის შემდეგ უკვე თავადაც შემიძლია შევქმნა რეკლამები, რომლებიც სწორ აუდიტორიამდე აღწევს.“
- მიზანდასახული, ცნობისმოყვარე და განვითარებაზე ორიენტირებული
- 18 წლის
წარმატებით დაასრულა ციფრული მარკეტინგის კურსი
კურსი გაიარა ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის დაფინანსების ფარგლებში
როგორია შენი ისტორია SKILLWILL-ში?
SKILLWILL-ში გატარებული 3.5 თვე ჩემთვის ძალიან საინტერესო და სასიამოვნო გამოცდილება იყო. მეგობრული გარემო და ლექტორების მხარდაჭერა სწავლის პროცესს კიდევ უფრო კომფორტულს ხდიდა. ციფრული მარკეტინგის სწავლა ნულიდან დავიწყე და კურსის განმავლობაში მივიღე ის ცოდნა და პრაქტიკული გამოცდილება, რაც ამ ეტაპზე ყველაზე მეტად მჭირდებოდა. ყოველთვის მაინტერესებდა, როგორ იქმნებოდა რეკლამები, რომლებსაც ყოველდღიურად ვხედავდი ციფრულ სივრცეში და კურსმა ამ კითხვებზე სრულყოფილი პასუხი გამცა. დღეს უკვე თავადაც შემიძლია დავგეგმო და შევქმნა სარეკლამო კამპანიები, რომლებიც სწორ აუდიტორიამდე აღწევს. ეს ჩემთვის დიდი მოტივაციაა.
რა რჩევას მისცემდი მომავალ სტუდენტებს?
ყველას ვურჩევ, ვინც ციფრული მარკეტინგით არის დაინტერესებული, სწავლა SKILLWILL-ში დაიწყოს. ეს არის სფერო, რომელიც დღეს ძალიან მოთხოვნადია და მომავალშიც კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდება. თუ გსურთ შეიძინოთ პრაქტიკული ცოდნა და ახალი შესაძლებლობები, ეს კურსი ნამდვილად კარგი დასაწყისია.

სამომავლო გეგმები:
სამომავლოდ, როგორც კი შესაძლებლობა მექნება, აუცილებლად დავიწყებ მუშაობას ციფრული მარკეტინგის მიმართულებით. მინდა მიღებული ცოდნა რეალურ პროექტებში გამოვიყენო, პროფესიულად განვვითარდე და ამ სფეროში წარმატებული კარიერა შევიქმნა.
