Front-End პროგრამირება
ლაშა ერგეშიძე
ლაშას შესახებ
„ყველაზე მეტად ის მომწონს, რომ ჩემი დაწერილი კოდით იქმნება პროდუქტები, რომლებიც რეალურად გამოადგება ხალხს“
მიზანდასახული, მოტივირებული, კრეატიული და თვითგანვითარებაზე ორიენტირებული
- 19 წლის
- წარმატებით დაასრულა ფრონტენდის კურსი
- მუშაობს პირად პროექტებზე
როგორია შენი ისტორია SKILLWILL-ში?
პროგრამირების სწავლა თავიდან ჩემით დავიწყე, სწავლის პროცესში კი აღმოვაჩინე SKILLWILL-ის React-ის კურსი და გადავწყვიტე დარეგისტრირება. SKILLWILL-ში სწავლა ჩემთვის მხოლოდ ტექნიკური ცოდნის მიღება არ ყოფილა - ამ პროცესმა მთლიანად შემიცვალა პროგრამირებისადმი მიდგომა. მივხვდი, რომ მხოლოდ ტუტორიალების ყურება საკმარისი არ არის და რეალური ცოდნა სწორედ პრაქტიკულ პროექტებზე მუშაობის დროს მოდის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო, რომ პროგრამა ორ ნაწილად იყოფოდა - ტექნიკურ და კარიერულ მოდულებად. ტექნიკური ნაწილი მაძლევდა React-ის ცოდნას, ხოლო კარიერული მოდული მასწავლიდა, როგორია რეალური სამუშაო გარემო, როგორ მოვემზადო გასაუბრებებისთვის და როგორ წარმოვაჩინო საკუთარი თავი როგორც დეველოპერი.
რა რჩევას მისცემდი მომავალ სტუდენტებს?
ვურჩევდი ყველას, ვინც ახლა იწყებს კარიერას ტექში, რომ ფოკუსირდნენ ფუნდამენტურ ცოდნაზე და მუდმივად დააგროვონ პრაქტიკა პროექტებზე მუშაობით. ჩემი გამოცდილებით, ყველაზე დიდი განვითარება სწორედ პრაქტიკული მუშაობის დროს მოდის და არა მხოლოდ თეორიის სწავლით.

სამომავლო გეგმები:
სამომავლოდ ჩემი მიზანია ფრონტენდ დეველოპერად დავსაქმდე და შევქმნა კიდევ უფრო მეტი ისეთი პროდუქტი, რომლებიც რეალურად გამოადგება ხალხს.
