გრაფიკული დიზაინი და UX/UI
თიკო ღარიბაშვილი
თიკოს შესახებ
„ყველაზე მეტად საკუთარი პროგრესი მიხარია - როცა ვხედავ, რომ ყოველი ახალი ნამუშევარი წინაზე უკეთესია.“
კრეატიული, მიზანდასახული, განვითარებაზე ორიენტირებული და ახალი გამოწვევებისთვის მზად
- 28 წლის
- სწავლობს გრაფიკულ დიზაინსა და სოციალურ მედიას
როგორია შენი ისტორია SKILLWILL-ში?
კრეატიული სფერო ყოველთვის მაინტერესებდა. მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პერიოდი სხვა მიმართულებით ვმუშაობდი, ეს ინტერესი სულ თან მდევდა. SKILLWILL-ში მეგობრის რეკომენდაციით მოვედი. ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო ადგილი, სადაც მხოლოდ თეორიულ ცოდნას არ მივიღებდი - მინდოდა პრაქტიკა და ისეთი უნარების განვითარება, რომლებიც რეალურად მოთხოვნადია ბაზარზე. სწავლის პროცესი ძალიან დინამიკურია. ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა მოკლე დროში დიდი მოცულობის მასალის ათვისებაა, თუმცა ამ ყველაფერს განსაკუთრებულად საინტერესოს საკუთარი პროგრესის დანახვა ხდის. ყოველი ახალი პროექტი მაძლევს განცდას, რომ ვიზრდები და ვვითარდები. SKILLWILL-მა კარიერულად მომცა პროფესიული თავდაჯერებულობა და მასწავლა მთავარი - როგორ ვიფიქრო სტრატეგიულად როგორც დიზაინერმა და როგორ წარმოვადგინო ჩემი ნამუშევარი პროფესიონალურ დონეზე. განსაკუთრებით მეხმარება გარემო, რომელიც აქ არის შექმნილი - ლექტორების ჩართულობა, მენტორების მხარდაჭერა და სწავლის ფორმატი ყოველდღიურად მაძლევს განვითარების მოტივაციას.
რა რჩევას მისცემდი მომავალ სტუდენტებს?
უბრალოდ გაბედეთ პირველი ნაბიჯის გადადგმა. შიში დასაწყისში ბუნებრივია, მაგრამ თუ გაქვთ მონდომება და აღმოჩნდებით სწორ გარემოში, მიზნების მიღწევა ბევრად უფრო რეალური ხდება.

სამომავლო გეგმები:
ახლო მომავალში მინდა მეტი პრაქტიკული გამოცდილება დავაგროვო, ვიმუშაო საინტერესო ფრილანს-პროექტებზე ან კრეატიულ კომპანიაში. ხუთ წელიწადში კი საკუთარ თავს ვხედავ როგორც მაღალი დონის დიზაინერს — საკუთარი უნიკალური ხელწერით.
