სასერტიფიკატო კურსები
Skillwill Logo

სტუდენტური პორტალი

IT პროექტების მართვა

IT პროექტების მართვა

აირჩიე პროგრამა და ისწავლე სახელმწიფოს 100%-იანი დაფინანსებით. 
 

12 თვე

11 მოდული

63 კრედიტი

რას შეისწავლი?

„IT პროექტების მართვა“ პროგრამის არჩევის შემთხვევაში საფუძვლიანად დაეუფლები IT პროექტების დაგეგმვის, მართვისა და წარმატებით განხორციელების პრაქტიკულ და მოთხოვნად უნარებს.

Game Development კურსი

დეტალური ინფორმაცია

შეისწავლი IT პროექტების დაგეგმვას, პროექტის მიზნების, მოცულობის, რესურსების, ვადებისა და ბიუჯეტის განსაზღვრას, ასევე პროექტის განხორციელების პროცესის მართვას მისი სასიცოცხლო ციკლის ყველა ეტაპზე. ისწავლი Agile და ტრადიციული პროექტის მართვის მეთოდოლოგიების გამოყენებას პროექტის სპეციფიკისა და ორგანიზაციული კონტექსტის გათვალისწინებით, პროექტის რისკებისა და ცვლილებების მართვას, მათი გავლენის შეფასებასა და შესაბამისი რეაგირების სტრატეგიების შემუშავებას. გარდა ამისა, დაეუფლები ეფექტიანი კომუნიკაციისა და სტეიკჰოლდერების მართვის უზრუნველყოფას პროექტის მიმდინარეობისას, ისწავლი პროექტის ხარისხისა და მიღწეული შედეგების შეფასებას წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებისა და ინდიკატორების მიხედვით, ასევე დამკვეთის მოთხოვნების შეგროვებას, დამუშავებასა და ტექნიკური დავალების შემუშავებას. პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ პროექტებსაც, რაც მიღებული ცოდნის რეალურ გარემოში გამოყენებაში დაგეხმარება.
topic icon

ვისთვის არის განკუთვნილი ეს პროგრამა?

ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც სურს დაეუფლოს ახალ ტექნოლოგიურ პროფესიას 0-დან, საბაზისო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე. მათთვის, ვისაც აინტერესებს პროექტების მართვა, გუნდური მუშაობა და ორგანიზება, და სურს პრაქტიკული უნარების განვითარება თანამედროვე IT მიმართულებით. დამწყები ან მცირე გამოცდილების მქონე პირებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება და რეალური სამუშაო გარემოსთვის საჭირო ტექნიკური კომპეტენციების გამომუშავება.

topic icon

დასაქმება:

პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, შენ შეძლებ დასაქმდე როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ორგანიზაციებში შემდეგ პოზიციებზე: IT პროექტების მენეჯერი, პროდუქტის მფლობელი (Product Owner) და სქრამ მასტერი (Scrum Master).

topic icon

პრერეკვიზიტები:

პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა სრული ზოგადი განათლება.

topic icon

დიპლომი:

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა პროფესიული განათლების დიპლომი.

დაგვიკავშირდი

გაქვს კითხვები? დაგვიკავშირდი ამ ნომერზე
+995 511 255 416

გახდი მოთხოვნადი სპეციალისტი

ნუ გადადებ წარმატებას, შემოგვიერთდი ახლავე და ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება
გახდი მოთხოვნადი სპეციალისტი