სასერტიფიკატო კურსები
Skillwill Logo

სტუდენტური პორტალი

IT ინფრასტრუქტურის მართვა

IT ინფრასტრუქტურის მართვა

აირჩიე პროგრამა და ისწავლე სახელმწიფოს 100%-იანი დაფინანსებით. 
 

10 თვე

13 მოდული

55 კრედიტი

რას შეისწავლი?

IT ინფრასტრუქტურის მართვის პროგრამის არჩევის შემთხვევაში საფუძვლიანად დაეუფლები კომპიუტერული ტექნიკისა და პროგრამული უზრუნველყოფის მართვას. შეისწავლი კომპიუტერის აწყობას, დიაგნოსტიკას, ოპერაციული სისტემების ინსტალაციასა და განახლებას, ასევე პროგრამული უზრუნველყოფის გამართვასა და მხარდაჭერას.

Game Development კურსი

დეტალური ინფორმაცია

გარდა ამისა, ისწავლი პერიფერიული მოწყობილობების გამართვას, მცირე კომპიუტერული ქსელების მონტაჟსა და კონფიგურაციას, ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებთან მუშაობას და სხვადასხვა ტიპის ტექნიკური პრობლემების იდენტიფიცირებასა და ეფექტურად გადაწყვეტას. ასევე იმუშავებ Windows, Linux და მობილურ ოპერაციულ სისტემებთან. პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ პროექტებსაც, რაც დაგეხმარება რეალურ სამუშაო გარემოში საჭირო უნარების გამომუშავებაში და მომხმარებელთან ეფექტური კომუნიკაციის განვითარებაში.
topic icon

ვისთვის არის განკუთვნილი ეს პროგრამა?

ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც სურს დაეუფლოს ტექნოლოგიურ პროფესიას 0-დან, წინასწარი გამოცდილების გარეშე; მათთვის, ვისაც აინტერესებს კომპიუტერული ტექნიკა, სისტემები და ტექნიკური მხარდაჭერა; დამწყები ან მცირე გამოცდილების მქონე პირებისთვის, რომლებსაც სურთ სწრაფად მიიღონ პრაქტიკული და დასაქმებაზე ორიენტირებული უნარები.

topic icon

დასაქმება:

პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, შეძლებ დასაქმდე სხვადასხვა პროფილის ორგანიზაციაში IT მხარდაჭერის სპეციალისტად, ტექნიკურ ასისტენტად ან Help Desk თანამშრომლად, ასევე იმუშაო დამოუკიდებლად ან დისტანციურად.

topic icon

პრერეკვიზიტები:

პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა საბაზო ზოგადი განათლება

topic icon

დიპლომი:

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა პროფესიული განათლების დიპლომი.

დაგვიკავშირდი

გაქვს კითხვები? დაგვიკავშირდი ამ ნომერზე
+995 511 255 416

გახდი მოთხოვნადი სპეციალისტი

ნუ გადადებ წარმატებას, შემოგვიერთდი ახლავე და ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება
გახდი მოთხოვნადი სპეციალისტი