
ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტები
აირჩიე პროგრამა და ისწავლე სახელმწიფოს 100%-იანი დაფინანსებით.
13 თვე
15 მოდული
71 კრედიტი
რას შეისწავლი?
ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების პროგრამის არჩევის შემთხვევაში საფუძვლიანად დაეუფლები AI ხელსაწყოების პრაქტიკულ გამოყენებას, prompt ინჟინერიას და ბიზნეს პროცესების ავტომატიზაციას.

დეტალური ინფორმაცია
ვისთვის არის განკუთვნილი ეს პროგრამა?
ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც სურს დაეუფლოს ახალ ტექნოლოგიურ პროფესიას 0-დან, საბაზისო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე. მათთვის, ვისაც აინტერესებს ხელოვნური ინტელექტი, ავტომატიზაცია და სურს პრაქტიკული უნარების განვითარება თანამედროვე IT მიმართულებით. დამწყები ან მცირე გამოცდილების მქონე პირებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება და რეალური სამუშაო გარემოსთვის საჭირო ტექნიკური კომპეტენციების გამომუშავება.
დასაქმება:
პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, შენ შეძლებ დასაქმდე საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებში, სერვის-კომპანიებსა და სტარტაპებში, სადაც საჭიროა არსებული AI ხელსაწყოების შერჩევა, კონფიგურაცია, ინტეგრაცია და დანერგვა (მაგ., ჩატბოტები, დოკუმენტების ანალიზი, ავტომატიზაცია, კონტენტის გენერაცია, ანალიტიკა). ასევე შესაძლებელია თვითდასაქმებით საკონსულტაციო/საპროექტო მომსახურების გაწევა.
პრერეკვიზიტები:
პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა საბაზო ზოგადი განათლება
დიპლომი:
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის დიპლომი ხელოვნური ინტელექტის დეველოპმენტში.
