
პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა
პროგრამა აერთიანებს პროგრამირების საფუძვლებს, თანამედროვე ტექნოლოგიებსა და პრაქტიკულ სწავლებას, რომელიც სტუდენტებს ამზადებს პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების განვითარების სფეროში პროფესიული საქმიანობისთვის.
19 თვე
15 მოდული
90 კრედიტი
რას შეისწავლი?
პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის პროგრამის არჩევის შემთხვევაში საფუძვლიანად დაეუფლები პროგრამირების ძირითად პრინციპებს და თანამედროვე ტექნოლოგიებს. შეისწავლი პროგრამული კოდის შექმნას, ვებ და მობილური აპლიკაციების განვითარებას, მონაცემთა ბაზებთან მუშაობას და პროგრამული პროექტების მართვას.
სწავლის ფარგლებში გაეცნობი C++ პროგრამირებას, ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებას, HTML/CSS-ს, JavaScript-ს, MySQL მონაცემთა ბაზებს, Node.js-ს, ElectronJS-ს, React Native-ს და Git ვერსიების კონტროლის სისტემას. ასევე შეისწავლი ხელოვნური ინტელექტისა და მანქანური სწავლების ალგორითმების გამოყენებას Python-ის საშუალებით.

დეტალური ინფორმაცია
ვისთვის არის განკუთვნილი ეს პროგრამა?
ნებისმიერი პირისთვის, ვისაც სურს დაეუფლოს თანამედროვე და მოთხოვნად პროფესიას 0-დან, გამოცდილების გარეშე; მათთვის, ვისაც აინტერესებს ტექნოლოგიები, პროგრამირება და ციფრული პროდუქტების შექმნა. პროგრამა განკუთვნილია როგორც დამწყები სტუდენტებისთვის, ასევე მათთვის, ვისაც სურს არსებული ცოდნის გაღრმავება და IT სფეროში პროფესიული განვითარება.
დასაქმება:
პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ შეძლებ დასაქმდე პროგრამული უზრუნველყოფის დეველოპერად, ვებ დეველოპერად, აპლიკაციების დეველოპერად ან IT სფეროს სხვა პოზიციებზე. ასევე შესაძლებელია მუშაობა ტექნოლოგიურ კომპანიებში, სხვადასხვა ინდუსტრიის ორგანიზაციებში, დისტანციურ პროექტებზე ან დამოუკიდებელი პროფესიული საქმიანობის განვითარება.
პრერეკვიზიტები:
პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა სრული ზოგადი განათლება.
დიპლომი:
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა პროფესიული განათლების დიპლომი
