სასერტიფიკატო კურსები
Skillwill Logo

სტუდენტური პორტალი

პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება

პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება

აირჩიე პროგრამა და ისწავლე სახელმწიფოს 100%-იანი დაფინანსებით. 
 

15 თვე

11 მოდული

71 კრედიტი

რას შეისწავლი?

„პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირება“ პროგრამის არჩევის შემთხვევაში საფუძვლიანად დაეუფლები ტესტირების დაგეგმვის, შესრულებისა და ავტომატიზაციის პრაქტიკულ და მოთხოვნად უნარებს.

Game Development კურსი

დეტალური ინფორმაცია

შეისწავლი ტესტირების პროცესის დაგეგმვას, ტესტირების სტრატეგიის, მოცულობისა და კრიტერიუმების განსაზღვრას, ასევე Test Case-ების შემუშავებას მოთხოვნებისა და სპეციფიკაციების საფუძველზე. ისწავლი ტესტირების პროცესის განხორციელებას სხვადასხვა ტიპის ტესტირების მეთოდების გამოყენებით, დეფექტების იდენტიფიცირებას, დაფიქსირებასა და მართვას დადგენილი პროცედურებისა და ხელსაწყოების გამოყენებით. გარდა ამისა, დაეუფლები ტესტირების ავტომატიზაციის ინსტრუმენტების გამოყენებასა და ავტომატიზებული ტესტების შექმნას, ტესტირების დოკუმენტაციისა და ანგარიშგების მომზადებას მიღებული შედეგების საფუძველზე, ისწავლი პროექტის გუნდთან თანამშრომლობას, ტესტირების პროცესის კოორდინაციასა და პროცესის გაუმჯობესების რეკომენდაციების შემუშავებას. პროგრამა მოიცავს პრაქტიკულ პროექტებსაც, რაც მიღებული ცოდნის რეალურ გარემოში გამოყენებაში დაგეხმარება.
topic icon

ვისთვის არის განკუთვნილი ეს პროგრამა?

ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც სურს დაეუფლოს ახალ ტექნოლოგიურ პროფესიას 0-დან, საბაზისო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე. მათთვის, ვისაც აინტერესებს პროგრამული უზრუნველყოფის ხარისხის უზრუნველყოფა და ტესტირება, და სურს პრაქტიკული უნარების განვითარება თანამედროვე IT მიმართულებით. დამწყები ან მცირე გამოცდილების მქონე პირებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება და რეალური სამუშაო გარემოსთვის საჭირო ტექნიკური კომპეტენციების გამომუშავება.

topic icon

დასაქმება:

პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, შენ შეძლებ დასაქმდე საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებში, შემდეგ პოზიციებზე: პროგრამული უზრუნველყოფის განვითარების კომპანიები (QA განყოფილებები დეველოპერულ გუნდებში) დიდი ორგანიზაციების IT დეპარტამენტები, მათ შორის ფინანსური ინსტიტუტები (ბანკები, სადაზღვევო კომპანიები), ტელეკომუნიკაციები და სხვა ტექნოლოგიური სტარტაპები და ციფრული პროდუქტების გამომუშავებაზე ორიენტირებული კომპანიები სახელმწიფო უწყებების დეპარტამენტები ან IT პროექტები დამოუკიდებელი QA კომპანიები ან ტესტირების ლაბორატორიები ფრილანსერი - საერთაშორისო პროექტებზე დისტანციურად პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების შეთავაზება პლატფორმების მეშვეობით

topic icon

პრერეკვიზიტები:

პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა სრული ზოგადი განათლება.

topic icon

დიპლომი:

პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა საშუალო პროფესიული კვალიფიკაციის დიპლომი პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირებაში.

დაგვიკავშირდი

გაქვს კითხვები? დაგვიკავშირდი ამ ნომერზე
+995 511 255 416

გახდი მოთხოვნადი სპეციალისტი

ნუ გადადებ წარმატებას, შემოგვიერთდი ახლავე და ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება
გახდი მოთხოვნადი სპეციალისტი