
მონაცემთა ანალიტიკა
აირჩიე პროგრამა და ისწავლე სახელმწიფოს 100%-იანი დაფინანსებით.
13 თვე
13 მოდული
73 კრედიტი
რას შეისწავლი?
„მონაცემთა ანალიტიკა“ პროგრამის არჩევის შემთხვევაში საფუძვლიანად დაეუფლები მონაცემთა დამუშავების, ანალიზისა და ვიზუალიზაციის პრაქტიკულ და მოთხოვნად უნარებს.

დეტალური ინფორმაცია
ვისთვის არის განკუთვნილი ეს პროგრამა?
ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც სურს დაეუფლოს ახალ ტექნოლოგიურ პროფესიას 0-დან, საბაზისო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე. მათთვის, ვისაც აინტერესებს მონაცემები, ანალიტიკა და პროგრამირება და სურს პრაქტიკული უნარების განვითარება თანამედროვე IT მიმართულებით. დამწყები ან მცირე გამოცდილების მქონე პირებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება და რეალური სამუშაო გარემოსთვის საჭირო ტექნიკური კომპეტენციების გამომუშავება.
დასაქმება:
პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, შენ შეძლებ დასაქმდე როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში, მათ შორის ბანკებსა და საფინანსო ინსტიტუტებში, ფინტექ და IT კომპანიებში, მარკეტინგულ და კვლევით ორგანიზაციებში, ლოჯისტიკის, ვაჭრობისა და წარმოების სფეროში, სახელმწიფო უწყებებსა და სტატისტიკურ სამსახურებში, შემდეგ პოზიციებზე: Junior Data Analyst; Data Analyst Assistant; Reporting / Business Analytics Assistant
პრერეკვიზიტები:
პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა სრული ზოგადი განათლება.
დიპლომი:
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაციის დიპლომი მონაცემთა ანალიტიკაში
