
კომპიუტერული ქსელი და სისტემები
აირჩიე პროგრამა და ისწავლე სახელმწიფოს 100%-იანი დაფინანსებით. ჩარიცხვა შესაძლებელია ეროვნული გამოცდების შედეგადაც - აირჩიე 351.
18 თვე
17 მოდული
87 კრედიტი
რას შეისწავლი?
„კომპიუტერული ქსელი და სისტემები“ პროგრამის არჩევის შემთხვევაში საფუძვლიანად დაეუფლები კომპიუტერული ტექნიკის, ოპერაციული სისტემებისა და ქსელური ინფრასტრუქტურის პრაქტიკულ და მოთხოვნად უნარებს.

დეტალური ინფორმაცია
ვისთვის არის განკუთვნილი ეს პროგრამა?
ნებისმიერი პირისთვის, რომელსაც სურს დაეუფლოს ახალ ტექნოლოგიურ პროფესიას 0-დან, საბაზისო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე. მათთვის, ვისაც აინტერესებს კომპიუტერული ტექნიკა, სისტემები, ქსელები და სურს პრაქტიკული უნარების განვითარება თანამედროვე IT მიმართულებით. დამწყები ან მცირე გამოცდილების მქონე პირებისთვის, რომლებსაც სურთ ცოდნის გაღრმავება და რეალური სამუშაო გარემოსთვის საჭირო ტექნიკური კომპეტენციების გამომუშავება.
დასაქმება:
პროგრამის წარმატებით გავლის შემდეგ, შენ შეძლებ დასაქმდე მცირე, საშუალო ან დიდი ზომის ორგანიზაციებში, რომლებიც იყენებენ ქსელურ და სერვერულ ინფრასტრუქტურას, ასევე სატელეკომუნიკაციო პროფილის მქონე კომპანიებში, მონაცემთა მართვის სააგენტოებში და სხვა ორგანიზაციებში ქსელისა და სისტემების უმცროს ადმინისტრატორად (Junior Administrator).
პრერეკვიზიტები:
პროგრამაზე ჩარიცხვის წინაპირობაა სრული ზოგადი განათლება.
დიპლომი:
პროგრამის წარმატებით დასრულების შემდეგ გაიცემა პროფესიული განათლების დიპლომი.
