2026-06-25
SKILLWILL Swiss College-სა და 500 Global-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გააზიარე
SKILLWILL Swiss College-სა და მსოფლიოს წამყვან გლობალურ აქსელერატორ 500 Global-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.
პარტნიორობის ფარგლებში სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა უფრო ახლოს გაეცნონ საერთაშორისო სტარტაპ ეკოსისტემას, მიიღონ მონაწილეობა ვორქშოპებში და მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება იდეის განვითარებიდან ბაზარზე გასვლამდე.
თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება Georgia Startup Academy by 500 Global — 500 Global-ისა და GITA-ს ერთწლიანი დამფუძნებელთა განვითარების პროგრამა, რომელიც მხარს უჭერს ადრეულ ეტაპზე მყოფ სტარტაპებს იდეის ვალიდაციიდან MVP-ის შექმნამდე, ბაზრის ტესტირებამდე და ზრდისთვის მომზადებამდე.
მსგავსი პოსტები

სოციალური მედია 2026 წელს - რა მუშაობს და რა აღარ

სქილვილის სტუდენტები სრული დაფინანსებით ლუგანოში, Plan ₿ Forum 2026-ზე გაემგზავრებიან

SKILLWILL Swiss College-ში პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე აპლიკანტთა მიერ დოკუმენტების წარმოდგენის ვადები

SKILLWILL-მა სწავლების პროცესში ხელოვნური ინტელექტი დანერგა და ციფრული ავატარი შექმნა

ლაგოდეხის ახალგაზრდული ჰაკათონი – ინოვაციური იდეები მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის






