2024-12-25
Skillwill და MAC Georgia – პარტნიორობა ხელმისაწვდომი ციფრული განათლებისთვის

გააზიარე
2024 წელს Skillwill-მა და ორგანიზაცია MAC Georgia-მ დაიწყეს პარტნიორობა, რომლის მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის რეალური პროფესიული შესაძლებლობების შექმნა — მათთვის, ვინც საჭიროებს მხარდაჭერას და წვდომას თანამედროვე, მოთხოვნად ციფრულ განათლებაზე.
პარტნიორობის ფარგლებში, პროექტის პირველ ეტაპზე 20-მდე ბენეფიციარი სრული დაფინანსებით სწავლობს ისეთ მაღალანაზღაურებად ციფრულ პროფესიებს, როგორებიცაა გრაფიკული დიზაინი, ციფრული მარკეტინგი, UX/UI დიზაინი და მონაცემთა ანალიზი.
პროგრამა მიზნად ისახავს არა მხოლოდ პროფესიული უნარების გამომუშავებას, არამედ მონაწილეთა დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას და საზოგადოებაში აქტიური ინტეგრაციის გაძლიერებას.
Skillwill და MAC Georgia ერთობლივად ქმნიან ინკლუზიურ საგანმანათლებლო გარემოს, რომელიც ადამიანებზე მორგებულ სწავლებას, ტექნოლოგიურ რესურსებზე ხელმისაწვდომობას და შემდგომ კარიერულ მხარდაჭერას მოიცავს.
პროექტი კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ განათლება ყველას უნდა მიეწოდოს — შესაძლებლობების გათვალისწინებით და თანაბარი შედეგების მისაღწევად.
მსგავსი პოსტები

SKILLWILL Swiss College-სა Plug and Play-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Skillwill-ის ტრენინგ ცენტრი ქუთაისშიც გაიხსნა

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიღება Skillwill-ის პროფესიულ პროგრამებზე

Skillwill-ი ლონდონის ტექნოლოგიურ კვირეულზე

„სქილვილი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
