2024-12-17
ქალები კიბერუსაფრთხოებაში: Skillwill-ი და Women in Cyber Georgia ერთობლივ პროექტს ახორციელებენ

გააზიარე
ქალების როლის გაძლიერება ტექნოლოგიურ სფეროში Skillwill-ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. სწორედ ამ მიზნის ფარგლებში, 2024 წელს დაიწყო სტრატეგიული თანამშრომლობა ორგანიზაციასთან Women in Cyber Georgia, რომლის მიზანიც ქალების ჩართულობის გაზრდაა კიბერუსაფრთხოების მიმართულებით.
პარტნიორობის ფარგლებში, 30 ქალს მიეცა შესაძლებლობა Skillwill-ში გაიაროს კიბერუსაფრთხოების კურსი, სრულად დაფინანსებული პროგრამის ფარგლებში. მონაწილეები ეუფლებიან ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ და მოთხოვნად სპეციალობას, რომელიც უზრუნველყოფს მათ პროფესიულ განვითარებასა და კარიერულ წინსვლას ტექნოლოგიურ ინდუსტრიაში.
სხვადასხვა კვლევის მიხედვით, ქალების ჩართულობა IT სექტორში საქართველოში 30%-ს მაინც ვერ აღწევს, რაც მნიშვნელოვან სტრუქტურულ ბარიერებზე მიუთითებს. სწორედ ამ კონტექსტში შედგა Skillwill-ისა და Women in Cyber Georgia-ს პარტნიორობა – ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა ინკლუზიური საგანმანათლებლო სივრცე, რომელიც ქალებს აძლევს რეალურ შესაძლებლობას, გახდნენ კიბერუსაფრთხოების პროფესიონალები.
Skillwill განაგრძობს ინიციატივებს, რომლებიც ტექნოლოგიურ სფეროში გენდერული ბალანსის მიღწევას და ქალების გაძლიერებას ემსახურება — როგორც განათლების, ისე დასაქმების დონეზე.
მსგავსი პოსტები

SKILLWILL Swiss College-სა Plug and Play-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Skillwill-ის ტრენინგ ცენტრი ქუთაისშიც გაიხსნა

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიღება Skillwill-ის პროფესიულ პროგრამებზე

Skillwill-ი ლონდონის ტექნოლოგიურ კვირეულზე

„სქილვილი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
