2024-01-30
ტექნოლოგიური განათლების როლი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პროცესში

გააზიარე
ტექნოლოგიური განათლება თანამედროვე სამყაროში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიმართულებაა, რომელიც სოციალური და ეკონომიკური პროგრესის მთავარ მამოძრავებელ ძალად ყალიბდება. ციფრული უნარების შეძენა აუმჯობესებს კარიერულ შესაძლებლობებს, ხელს უწყობს ინოვაციების დანერგვასადა მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილების შექმნას, რაც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას მნიშვნელოვანად აძლიერებს. თანამედროვე პროფესიების სწრაფი განვითარება კი აჩვენებს, რომ ტექნოლოგიური ცოდნა და უნარები ნებისმიერი ქვეყნის გლობალურ წარმატებაში კრიტიკულ როლს ასრულებს.
საქართველოში ტექნოლოგიური განათლება სწრაფი ტემპით ვითარდება. ამ სფეროში გამორჩეულ როლს ასრულებს ნეო უნივერსიტეტი "სქილვილი" – რეგიონის ყველაზე მასშტაბური ონლაინ საგანმანათლებლო პლატფორმა, რომლის პროგრამებიც აღიარებულია როგორც სახელმწიფოს, ისე ევროპის უმაღლესი განათლების აკრედიტაციის სააგენტოს მიერ.
2024 წელი "სქილვილისთვის" გამორჩეული იყო: პლატფორმამ მოიპოვა სახელმწიფო და საერთაშორისო აკრედიტაციები, გააფართოვა პროგრამები და ფიზიკური ცენტრების გახსნით, ბათუმში, ქუთაისსა და თბილისში, განათლება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახადა.
გიორგი მარიამიძე - Skillwill-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი
,, ტექნოლოგიური განათლება თანამედროვე, ციფრულ სამყაროში კრიტიკულ როლს ასრულებს. ის მნიშვნელოვნად აუმჯობესებს ახალგაზრდების პროფესიულ უნარებს და შრომის ბაზარზე მათთვის მეტი შესაძლებლობების შექმნას უწყობს ხელს. ტექგანათლება ეხმარება ეკონომიკის ტრანსფორმირებას – ქმნის მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს და ხელს უწყობს ინოვაციური იდეების პრაქტიკაში განხორციელებას. გარდა ამისა, ტექუნარების მქონე პროფესიონალები ხშირად გლობალურ ბაზარზე კონკურენტუნარიანები ხდებიან, რაც ქვეყნისთვის ეკონომიკური განვითარების დამატებითი შესაძლებლობაა''.
მსგავსი პოსტები

SKILLWILL Swiss College-სა Plug and Play-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Skillwill-ის ტრენინგ ცენტრი ქუთაისშიც გაიხსნა

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიღება Skillwill-ის პროფესიულ პროგრამებზე

Skillwill-ი ლონდონის ტექნოლოგიურ კვირეულზე

„სქილვილი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
