2026-08-25
კოლეჯი SKILLWILL Claude Partner Network-ის წევრი გახდა!

გააზიარე
პარტნიორობა Skillwill-ს Anthropic-ის სპეციალურ სასწავლო რესურსებზე წვდომას აძლევს, მიღებული ცოდნა კი AI განათლების განვითარებას მოხმარდება.
საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური კოლეჯი Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ის წევრი გახდა. მიღებული ცოდნა Skillwill-ის ყველა აკადემიურ პროგრამაში ინტეგრირდება, რათა თითოეულმა სტუდენტმა, არჩეული პროფესიის მიუხედავად, ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტებთან პრაქტიკული მუშაობა ისწავლოს.
AI-ის ცოდნა ყველა პროფესიისთვის
ხელოვნური ინტელექტი მხოლოდ ტექნოლოგიური სპეციალობების ნაწილი აღარ არის. მისი გამოყენება სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება პროგრამირებაში, ციფრულ მარკეტინგში, მონაცემთა ანალიზში, პროექტების მართვასა და სხვა პროფესიულ მიმართულებებში.
სწორედ ამიტომ, Skillwill-ის ყველა აკადემიურ პროგრამაში ინტეგრირდება AI Literacy მოდული. სტუდენტები შეისწავლიან როგორც AI ინსტრუმენტების პრაქტიკულ გამოყენებას, ისე სწორი დავალებების ფორმულირებას, მიღებული ინფორმაციის შეფასებასა და ხელოვნური ინტელექტის სწორად გამოყენების პრინციპებს.
„ხელოვნური ინტელექტი ყველა პროფესიის განვითარების აუცილებელი ინსტრუმენტი ხდება. სწორედ ამიტომ, Skillwill-ის ყველა აკადემიურ პროგრამაში AI-ის სწავლებას ვნერგავთ. Claude Partner Network-ის წევრობა და Anthropic-ის სასწავლო რესურსებზე წვდომა საშუალებას გვაძლევს, მუდმივად განვაახლოთ პროგრამები და გავაძლიეროთ როგორც სტუდენტების, ისე ჩვენი გუნდის AI კომპეტენციები“, - გიორგი მარიამიძე, Skillwill-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი.
ახალი შესაძლებლობები სტუდენტებისა და გუნდისთვის
Claude Partner Network-ის წევრობით Skillwill-ს Anthropic-ის სასწავლო რესურსებზე წვდომა აქვს. კოლეჯი მათ გამოიყენებს როგორც სტუდენტებისთვის განკუთვნილი ლექციებისა და ტრენინგების განვითარებისთვის, ისე აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდის AI განათლების გასაძლიერებლად.
Skillwill-ში Claude Team-ს უკვე კოლეჯის მასშტაბით იყენებენ. შესაბამისად, სტუდენტებისთვის AI-ის სწავლება მხოლოდ თეორიულ ცოდნას არ დაეფუძნება - სასწავლო პროცესში გათვალისწინებული იქნება ის პრაქტიკული გამოცდილებაც, რომელსაც გუნდი ყოველდღიურ სამუშაო პროცესში აგროვებს.
თანამშრომლებისთვის ხელმისაწვდომი სპეციალური ტრენინგები ხელს შეუწყობს ხელოვნური ინტელექტის ადმინისტრაციულ და საოპერაციო პროცესებში ინტეგრირებას, სამუშაოს ეფექტიანობის გაზრდასა და ახალი AI პრაქტიკების დანერგვას.
საერთაშორისო შესაძლებლობები
სამომავლოდ Skillwill-ს შესაძლებლობა ექნება, Anthropic-ის საერთაშორისო პარტნიორებს შორის „Education & Learning“ მიმართულებით იყოს წარმოდგენილი. ეს კოლეჯს საშუალებას მისცემს, გააფართოოს საერთაშორისო კავშირები და კიდევ უფრო განიმტკიცოს პოზიცია AI განათლების სფეროში.
Claude Partner Network-ის წევრობა Skillwill-ის გრძელვადიანი ხედვის ნაწილია - სტუდენტებმა პროფესიულ ცოდნასთან ერთად თანამედროვე AI ინსტრუმენტების პრაქტიკულად გამოყენებაც ისწავლონ.
მსგავსი პოსტები

SKILLWILL Swiss College-სა Plug and Play-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Skillwill-ის ტრენინგ ცენტრი ქუთაისშიც გაიხსნა

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიღება Skillwill-ის პროფესიულ პროგრამებზე

Skillwill-ი ლონდონის ტექნოლოგიურ კვირეულზე

„სქილვილი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
