2026-03-02
გრაფიკული დიზაინი 2026 წელს - რა იცვლება ვიზუალურ კულტურაში?

გააზიარე
გრაფიკული დიზაინი 2026 წელს მხოლოდ ფორმისა და ფერის საკითხი აღარ არის. ის ემოციაზე, გამოცდილებასა და ინდივიდუალურ ხედვაზეა ორიენტირებული. რა მიმართულებით ვითარდება ვიზუალური ენა და როგორ უნდა მოემზადოს თანამედროვე დიზაინერი ამ ცვლილებებისთვის — ამ თემებზე გვესაუბრება Skillwill-ის გრაფიკული დიზაინის ლექტორი გიორგი ყაყიდაშვილი.
როგორ შეიცვალა გრაფიკული დიზაინი ბოლო წლებში ?
გრაფიკული დიზაინი უფრო ადამიანური გახდა. ადრე ხშირად ვხედავდით კორპორაციულ, სტერილურ ვიზუალებს, დღეს კი ყურადღება გადადის ემოციაზე და ინდივიდუალურ ხელწერაზე. ვიზუალური კომუნიკაცია აღარ არის მხოლოდ ინფორმაციის გადაცემა — ის ქმნის გამოცდილებას.
რომელი ტენდეციებია გამოკვეთილი გრაფიკულ დიზაინში 2026 წელს?
2026 წელს რამდენიმე მიმართულება განსაკუთრებით თვალსაჩინოა:
Naïve Hand-Drawn დიზაინი — ხელით შესრულებული, არასრულყოფილი ვიზუალები, რომლებიც გამოკვეთს ავტორის ინდივიდუალურობას.
Intentional Blur — განზრახ ბუნდოვანება, მოძრაობის ეფექტი და ტექსტურა, რაც ქმნის ემოციურ სივრცეს.
Expressive Display Type — ტიპოგრაფია ხდება მთავარივი ზუალური ელემენტი. აქ ტექსტი მხოლოდ ინფორმაცია აღარ არის — ის ფორმისა და ხასიათის ერთიანობაა.
Glassmorphism — გამჭვირვალე ფენები და რბილი დაბლური ეფექტები, განსაკუთრებით UI დიზაინში, რაც ასოცირდება თანამედროვე და დახვეწილ გარემოსთან.
— რა უნდა იცოდეს სტუდენტმა, რომელიც ახლა იწყებს გრაფიკული დიზაინის სწავლას?
ტექნიკური უნარები აუცილებელია, მაგრამ არ არის საკმარისი.
გრაფიკულმა დიზაინერმა უნდა განავითაროს:
- ვიზუალური აზროვნება
- კომპოზიციური ხედვა
- კულტურული კონტექსტის გააზრება
- იდეის ფორმულირების უნარი
როგორც გამოცდილებამ აჩვენა, გრაფიკული დიზაინი ყოველთვის იდეით იწყება — ამას ამტკიცებდნენ ისეთი ავტორები, როგორებიც იყვნენ საულ ბასი და პაულა შერი .
— რა არის 2026 წლის მთავარი მესიჯი გრაფიკულ დიზაინში?
გრაფიკული დიზაინი უნდა იყოს ადამიანზე მორგებული. ის უნდა ქმნიდეს ემოციას, რეაქციას, კავშირს. ფორმა მნიშვნელოვანია, მაგრამ შინაარსის გარეშე ფორმა არ მუშაობს.
თუ გსურს დაეუფლო თანამედროვე გრაფიკული დიზაინის საფუძვლებს, დარეგისტრირდი კურსზე და ისწავლე ის, რაც მართლა გამოგადგება : გრაფიკული დიზაინის კურსი
მსგავსი პოსტები

SKILLWILL Swiss College-სა Plug and Play-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Skillwill-ის ტრენინგ ცენტრი ქუთაისშიც გაიხსნა

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიღება Skillwill-ის პროფესიულ პროგრამებზე

Skillwill-ი ლონდონის ტექნოლოგიურ კვირეულზე

„სქილვილი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
