2025-04-04
გლობალური პარტნიორობა განათლებაში – Skillwill-ი NEQSOL Holding-ის თანამშრომლებს ციფრულ უნარებს ასწავლის

გააზიარე
Skillwill-ი განაგრძობს საერთაშორისო პარტნიორობების განვითარებას და ამჯერად თანამშრომლობას NEQSOL Holding-თან იწყებს. პარტნიორობის ფარგლებში, ჰოლდინგის თანამშრომლები გაივლიან გადამზადების კურსებს კიბერუსაფრთხოების და ციფრული მარკეტინგის მიმართულებით — ორ სფეროში, რომლებიც სწრაფად მზარდია და ტექნოლოგიურ ბაზარზე განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
ეს ინიციატივა კიდევ ერთხელ ადასტურებს Skillwill-ის ხარისხიან განათლებაზე ორიენტირებულ მიდგომას და მის შესაძლებლობას, უზრუნველყოს პროფესიული ზრდა როგორც ადგილობრივ, ისე საერთაშორისო ბაზარზე.
ვამაყობთ, რომ Skillwill-ის წარმატებული საქმიანობა აზერბაიჯანში გრძელდება და კიდევ მეტ პროფესიონალს აძლევს შანსს თანამედროვე ციფრულ უნარებზე დაფუძნებული ცოდნის მიღებისთვის.
მსგავსი პოსტები

SKILLWILL Swiss College-სა Plug and Play-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

Skillwill-ის ტრენინგ ცენტრი ქუთაისშიც გაიხსნა

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონე პირების მიღება Skillwill-ის პროფესიულ პროგრამებზე

Skillwill-ი ლონდონის ტექნოლოგიურ კვირეულზე

„სქილვილი“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა
