სადიპლომო პროგრამები
Skillwill Logo

სტუდენტური პორტალი

2025-12-02

Skillwill Swiss College – ახალი განაცხადი პროფესიული განათლების სისტემაში

Skillwill Swiss College – ახალი განაცხადი პროფესიული განათლების სისტემაში

გააზიარე

Skillwill Georgia - საქართველოს ყველაზე დიდი  ტექნოლოგიური სასწავლო პლატფორმა  განვითარებისახალეტაპზეგადადის. 
წარმოგიდგენთ ჩვენს ახალ იდენტობას - Skillwill Swiss College, რომელიც ყველა მსურველს ხარისხიან პროფესიულ განათლებას შესთავაზებს.

ჩვენთვის პატივია, რომ სტუდენტებსა და მსმენელებს შევთავაზოთ შვეიცარიული განათლების ხარისხი და პრაქტიკა, რომელიც მთელ მსოფლიოში წარმატებით დაინერგა.

ხარისხი, რომელთანაც შვეიცარიული პროფესიული განათლება ასოცირდება, ჩვენი თანამგზავრი იქნება სასწავლო პროცესში. 

Skillwill Swiss College, ახალი სახელწოდებითა და უკვე დაგროვილი მრავალწლიანი გამოცდილებით, სტუდენტებს სრულად დაფინანსებულ პროგრამებზე შრომით ბაზართან თანხვედრაში მყოფი, მოთხოვნადი და მაღალანაზღაურებადი პროფესიების სწავლის შესაძლებლობას სთავაზობს.

Skillwill Swiss College-ის განვითარება კიდევ უფრო მტკიცე ხდება შვეიცარიელი ინვესტორების ჩართულობით, რაც უზრუნველყოფს არამხოლოდ ფინანსურ მხარდაჭერას, არამედ წვდომას საერთაშორისო გამოცდილებასა და ინოვაციურ პრაქტიკაზე პროფესიული განათლების სფეროში. მიზანი უბრალო ცვლილება არ არის - ეს არის ხედვა, რომ სწავლის პროცესი აღიჭურვოს საერთაშორისო სტანდარტებით, თანამედროვე მეთოდებითა და საერთაშორისო აღიარებით. ჩვენ ვთავაზობთ სტუდენტებს ისეთ სივრცეს, სადაც ხარისხი არ არის მინიმუმი, არამედ ყოველდღიური გამოცდილების შემადგენელი ნაწილია.

ჩვენი სწავლების მიდგომა დაფუძნებულია შვეიცარიულ სტანდარტსა და ხარისხზე: ახალი სახელწოდება და ბრენდი არა მხოლოდ ვიზუალური ცვლილებაა, არამედ გარანტია იმისა, რომ ჩვენი სასწავლო მეთოდები, სილაბუსები და შეფასების კრიტერიუმები საერთაშორისო, კერძოდ შვეიცარიული პრინციპების შესაბამისად ვითარდება.