
Vibe Coding კურსი
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს საკუთარი ციფრული პროდუქტის შექმნა ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, პროგრამირების ღრმა ცოდნისა და კოდის ხელით წერის გარეშე. სწავლების პროცესში სტუდენტები შეისწავლიან იდეის ვალიდაციას, პროტოტიპირებას, AI ასისტენტებთან ეფექტურ მუშაობას და თანამედროვე AI პლატფორმების გამოყენებით რეალური ვებსაიტებისა და ციფრული პროდუქტების შექმნას.
₾ 700
რას შეისწავლი?
კურსის ფარგლებში შეისწავლი Vibe Coding-ის თანამედროვე მიდგომას, პრომპტ ინჟინერიის საფუძვლებს და AI ინსტრუმენტების გამოყენებას ციფრული პროდუქტების შესაქმნელად. დაეუფლები იდეის მოკვლევასა და ვალიდაციას, ბაზრის ანალიზს, ფუნქციონალური მოთხოვნების დოკუმენტის (PRD) მომზადებას და პროდუქტის დაგეგმვას.
ასევე შეისწავლი AI პლატფორმების გამოყენებით Full-Stack ვებსაიტებისა და პლატფორმების შექმნას, მონაცემთა ბაზებთან ინტეგრაციას, პროდუქტის ინტერნეტში განთავსებას (Deployment) და საკუთარი MVP-ის პრეზენტაციას.

დეტალური ინფორმაცია
ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?
დამწყებთათვის, სტარტაპ იდეების ავტორებისთვის, მეწარმეებისთვის, კონტენტ კრეატორებისთვის და მათთვის, ვისაც სურს საკუთარი ციფრული პროდუქტის დამოუკიდებლად შექმნა AI ტექნოლოგიების გამოყენებით. ასევე მათთვის, ვინც დაინტერესებულია თანამედროვე No-Code და AI-Driven განვითარების მიდგომებით.
დასაქმება:
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, შეძლებ საკუთარი ციფრული იდეების ტექნიკურ შეფასებას, AI ასისტენტების ეფექტურად მართვას, ვებსაიტებისა და პლატფორმების დამოუკიდებლად შექმნას და MVP პროდუქტების განვითარებას. მიღებული ცოდნა დაგეხმარება როგორც საკუთარი პროექტების შექმნაში, ასევე თანამედროვე AI პროდუქტებთან დაკავშირებულ საქმიანობაში.
პრერეკვიზიტები:
კურსს არ აქვს წინაპირობა.
სერტიფიკატი:
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მიიღებ სერტიფიკატს.
სასწავლო სილაბუსი
სილაბუსი
