
.NET დეველოპმენტის კურსი
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს Back-end დეველოპმენტის მიმართულებით განვითარება და .NET ეკოსისტემის შესწავლა. სწავლების პროცესში სტუდენტები შეისწავლიან C# პროგრამირების ენას, ობიექტზე ორიენტირებულ პროგრამირებას, მონაცემთა ბაზებთან მუშაობას, ASP.NET Core-ის გამოყენებით ვებაპლიკაციებისა და REST API-ების შექმნას.
₾ 900
რას შეისწავლი?
კურსის ფარგლებში შეისწავლი .NET ეკოსისტემის საფუძვლებს, C# პროგრამირების ენას, ცვლადებს, მონაცემთა ტიპებს, ოპერატორებს, კონტროლის სტრუქტურებსა და ციკლებს. დაეუფლები ობიექტზე ორიენტირებული პროგრამირების ძირითად პრინციპებს, კლასებთან, ობიექტებთან, მეთოდებთან და კოლექციებთან მუშაობას.
ასევე შეისწავლი Git-ისა და GitHub-ის გამოყენებას, LINQ-ს, SQL-ის საფუძვლებს, რელაციურ მონაცემთა ბაზებთან მუშაობას და ASP.NET Core-ის გამოყენებით Web API-ების შექმნას. გაეცნობი Entity Framework Core-ს, მონაცემთა ბაზასთან ინტეგრაციას, CRUD ოპერაციებს, საბაზისო ტესტირების პრინციპებსა და პროექტის დასრულების პროცესს.

დეტალური ინფორმაცია
ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?
დამწყები დეველოპერებისთვის, ვისაც სურს პროგრამირების სწავლა და .NET მიმართულებით განვითარება; მათთვის, ვისაც აინტერესებს C# პროგრამირების ენა, Back-end სისტემების შექმნა და თანამედროვე ვებტექნოლოგიების შესწავლა.
დასაქმება:
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, შეძლებ შექმნა მარტივი C# აპლიკაციები, იმუშაო მონაცემთა ბაზებთან, შექმნა ASP.NET Core Web API-ები და გამოიყენო Entity Framework Core მონაცემთა მართვისთვის. მიღებული ცოდნა დაგეხმარება .NET დეველოპმენტის მიმართულებით პროფესიული განვითარების გაგრძელებაში და საკუთარი პროექტების შექმნაში.
პრერეკვიზიტები:
კურსს არ აქვს წინაპირობა.
სერტიფიკატი:
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მიიღებ სერტიფიკატს.
სასწავლო სილაბუსი
სილაბუსი
