
Mobile Development კურსი
კურსი განკუთვნილია დამწყებთათვის, ვისაც სურს მობილური აპლიკაციების შექმნის საფუძვლების შესწავლა და პრაქტიკული უნარების განვითარება. სწავლების პროცესში სტუდენტები შეისწავლიან Cross-platform მობილური აპლიკაციების შექმნას React Native-ის, TypeScript-ისა და Expo-ს გამოყენებით, ინტერფეისის აგებას, ნავიგაციას, API-ებთან მუშაობასა და მონაცემების მართვას. კურსის ბოლოს მონაწილე შექმნის საკუთარ მცირე მობილურ აპლიკაციას.
₾ 900
რას შეისწავლი?
კურსის ფარგლებში შეისწავლი მობილური დეველოპმენტის ძირითად პრინციპებს და Cross-platform განვითარების შესაძლებლობებს. დაეუფლები React Native-სა და Expo გარემოში მუშაობას, TypeScript-ის საბაზისო გამოყენებას, მობილური აპლიკაციის კომპონენტების აგებასა და ინტერფეისის შექმნას StyleSheet-ისა და Flexbox-ის გამოყენებით.
ასევე შეისწავლი ინტერაქტიული ეკრანების შექმნას, ფორმებთან მუშაობას, აპლიკაციაში ნავიგაციის აწყობას Expo Router-ის გამოყენებით, დინამიკურ მონაცემებთან და REST API-ებთან მუშაობას, მონაცემების ლოკალურ შენახვასა და აპლიკაციის მდგომარეობის მართვას. კურსის განმავლობაში იმუშავებ პრაქტიკულ პროექტზე და საბოლოოდ შექმნი ფუნქციურ მობილურ აპლიკაციას.

დეტალური ინფორმაცია
ვისთვის არის განკუთვნილი კურსი?
დამწყებთათვის, ვისაც სურს მობილური აპლიკაციების დეველოპმენტის სწავლა; მათთვის, ვინც დაინტერესებულია თანამედროვე მობილური ტექნოლოგიებითა და Cross-platform აპლიკაციების შექმნით; ასევე მათთვის, ვისაც სურს პრაქტიკული პროექტების საშუალებით ამ მიმართულებით პირველი გამოცდილების მიღება.
დასაქმება:
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, შეძლებ დამოუკიდებლად შექმნა Back-end აპლიკაციები, REST API-ები და მონაცემთა ბაზებთან ინტეგრირებული სისტემები. მიღებული ცოდნა დაგეხმარება კარიერის დაწყებაში Java Developer-ის, Back-end Developer-ის ან Software Engineer-ის პოზიციებზე. ასევე შეძლებ გუნდურ პროექტებზე მუშაობას თანამედროვე პროფესიული ინსტრუმენტების გამოყენებით.
პრერეკვიზიტები:
კურსს არ აქვს წინაპირობა.
სერტიფიკატი:
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მიიღებ სერტიფიკატს.
სასწავლო სილაბუსი
სილაბუსი
