
Game Development კურსი
კურსი განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს თამაშების შექმნის საფუძვლების შესწავლა და Game Development-ის მიმართულებით პირველი ნაბიჯების გადადგმა. სწავლების პროცესში სტუდენტები შეისწავლიან თამაშების დიზაინისა და განვითარების ძირითად პრინციპებს, Unity Engine-ს, 2D და 3D თამაშების შექმნას, თამაშის მექანიკების აწყობასა და ინტერაქტიული გარემოების განვითარებას. კურსი ასევე მოიცავს VRChat World Development-ის მიმართულებას, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს შექმნან საკუთარი ვირტუალური სივრცეები.
₾ 3000
რას შეისწავლი ?
Game Development კურსის ფარგლებში შეისწავლი Game Development-ის ძირითად კონცეფციებს, Unity Engine-ში მუშაობას, თამაშის ობიექტების მართვას, სცენების აწყობასა და თამაშის მექანიკების შექმნას. დაეუფლები 2D და 3D თამაშების განვითარების პრინციპებს, პერსონაჟების მართვას, ფიზიკის სისტემებს, UI ელემენტების შექმნასა და თამაშის ლოგიკის აგებას.
ასევე შეისწავლი VRChat World Development-ს, სოციალური ვირტუალური სივრცეების დიზაინს, Unity-ში VRChat გარემოს აწყობას, ავატარებთან მუშაობას, ინტერაქტიული ობიექტების ინტეგრაციასა და საკუთარი VRChat World-ის შექმნას. კურსის განმავლობაში იმუშავებ პრაქტიკულ პროექტებზე და საბოლოოდ შექმნი საკუთარ სათამაშო ან ვირტუალურ გარემოს.

დეტალური ინფორმაცია
ვისთვის არის განკუთვნილი Game Development კურსი ?
დამწყებთათვის, ვისაც სურს თამაშების შექმნის სწავლა; ტექნოლოგიებით, თამაშებითა და ვირტუალური გარემოების განვითარებით დაინტერესებული ადამიანებისთვის; ასევე მათთვის, ვისაც სურს Game Development-ის მიმართულებით კარიერის დაწყება ან საკუთარი სათამაშო პროექტების შექმნა.
დასაქმება:
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, შეძლებ Unity Engine-ის გამოყენებით 2D და 3D თამაშების პროტოტიპების შექმნას, თამაშის მექანიკების აწყობას, მომხმარებლის ინტერფეისის განვითარებასა და ვირტუალური გარემოების დიზაინს. მიღებული ცოდნა დაგეხმარება Game Developer-ის მიმართულებით განვითარებაში, დამოუკიდებელი პროექტების შექმნასა და ინდუსტრიისთვის საჭირო საბაზისო უნარების გამომუშავებაში.
პრერეკვიზიტები:
კურსს არ აქვს წინაპირობა.
სერტიფიკატი:
კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მიიღებ სერტიფიკატს.
Game Development კურსი - სასწავლო სილაბუსი
სილაბუსი
