სადიპლომო პროგრამები
Skillwill Logo

სტუდენტური პორტალი

ხელოვნური ინტელექტის კურსი

კურსი განკუთვნილია დამწყებთათვის, ვისაც სურს გაეცნოს ხელოვნური ინტელექტის (AI) პრაქტიკულ გამოყენებას ყოველდღიურ საქმიანობაში. კურსი მოიცავს AI ხელსაწყოების ეფექტურ გამოყენებას, ფრომფთ ინჟინერიის საფუძვლებს, პერსონალური AI ასისტენტების შექმნას და სამუშაო პროცესების ავტომატიზაციას. მონაწილეები შეისწავლიან, თუ როგორ გამოიყენონ AI პროდუქტიულობის გასაზრდელად და ამოცანების გასამარტივებლად

₾ 700

რას შეისწავლი ხელოვნური ინტელექტის კურსზე ?

ხელოვნური ინტელექტის კურსი -ს ფარგლებში შეისწავლი თანამედროვე AI ხელსაწყოების - ChatGPT, Claude და Gemini-ის გამოყენებას სხვადასხვა სამუშაო ამოცანის შესასრულებლად. დაეუფლები ეფექტური ფრომფთების შექმნას, ტექსტის გენერირებას, ინფორმაციის დამუშავებას, AI ასისტენტების შექმნასა და მონაცემების ანალიზის საბაზისო პრინციპებს. ასევე ისწავლი AI ინსტრუმენტების გამოყენებას კომუნიკაციის, კონტენტის შექმნისა და სამუშაო პროცესების ავტომატიზაციისთვის.
 

ხელოვნური ინტელექტის კურსი

დეტალური ინფორმაცია

topic icon

ვისთვის არის განკუთვნილი ხელოვნური ინტელექტის კურსი ?

დამწყებთათვის, ვისაც სურს ხელოვნური ინტელექტის ინსტრუმენტების პრაქტიკული გამოყენების სწავლა; სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებისთვის, რომელთაც სურთ პროდუქტიულობის გაზრდა და სამუშაო პროცესების გამარტივება; მათთვის, ვისაც აინტერესებს თანამედროვე AI ტექნოლოგიები და მათი ინტეგრაცია ყოველდღიურ საქმიანობაში.

topic icon

დასაქმება:

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ, შენ შეძლებ AI ინსტრუმენტების გამოყენებას ყოველდღიურ სამუშაო პროცესებში, ტექსტების, პრეზენტაციების და კონტენტის მომზადებაში, ინფორმაციის ანალიზში, პროექტების მართვასა და სამუშაო პროცესების ავტომატიზაციაში. მიღებული ცოდნა დაგეხმარება როგორც მიმდინარე პროფესიულ საქმიანობაში, ასევე თანამედროვე ციფრული უნარების განვითარებაში.

topic icon

პრერეკვიზიტები:

კურსის გავლა შესაძლებელია ყოველგვარი საბაზისო ცოდნისა და გამოცდილების გარეშე.

topic icon

სერტიფიკატი:

კურსის წარმატებით გავლის შემდეგ მიიღებ სერტიფიკატს.

ხელოვნური ინტელექტის კურსი - სასწავლო სილაბუსი

სილაბუსი

დაგვიკავშირდი

გაქვს კითხვები? დაგვიკავშირდი ამ ნომერზე
+995 551 155 225

გახდი მოთხოვნადი სპეციალისტი

ნუ გადადებ წარმატებას, შემოგვიერთდი ახლავე და ისწავლე, რაც მართლა გამოგადგება
გახდი მოთხოვნადი სპეციალისტი