
კემბრიჯის უნივერსიტეტის A1 დონის ინგლისური ენის კურსი
ამ კურსის არჩევის და წარმატებულად დასრულების შემდეგ შენ მიიღებ ენის დამადასტურებელ საერთაშორისო სერტიფიკატს და მზად იქნები კემბრიჯის ინგლისური ენის გამოცდისთვის
₾ 1225
დეტალური ინფორმაცია
რას შეისწავლი?
კემბრიჯის უნივერსიტეტის 15-კვირიანი (3.5 თვე) კურსის განმავლობაში შენ ისწავლი ინგლისურის საწყის დონეს (A1), რაც საშუალებას მოგცემს : გამოიმუშაო ყოველდღიური საკომუნიკაციო უნარები, გააფართოო სიტყვათა მარაგი
სწავლების მეთოდები
კურსი არის ინტერაქტიული და მორგებული თითოეული მონაწილის ინდივიდუალურ საჭიროებებზე. ჯგუფს უძღვება გამოცდილი, ქართულენოვანი მასწავლებელი, რომელიც სწავლების პროცესს მარტივ და საინტერესო ფორმატში წარმართავს.
სერტიფიკატი და მომავალი ნაბიჯები
კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ მიიღებ საერთაშორისო სერტიფიკატს, რომელიც ადასტურებს A1 დონის ცოდნას და მზად იქნები კემბრიჯის ინგლისური ენის გამოცდისთვის.
